|
2021-07-16 14:28:05, 758 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი - აშშ-ის განცხადებები არ არის ნაჩქარევი, ეს პარტნიორის შემაშფოთებელი მესიჯებია
სანქციები ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც არსებობს - ჩვენ ძალიან იმედგაცრიებულები ვართ, თუ როგორ განვითარდა პროცესები, - ასე ეხმაურება საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესს. „სანქციები არის ერთ-ერთი, იმ მრავალი ინსტრუმეტიდან, რომელიც არსებობს. თქვენ ნახავდით აშშ-ის საელჩოს, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებს, რომ ჩვენ ვართ ძალიან იმედგაცრუებულები იმის გამო, თუ როგორ განვითარდა პროცესები. საქართველოს პოლიტიკური პარტიები, მათ შორის მმართველი პარტია შეთანხმდნენ, რომ უზენაეს სასამართლოში დანიშვნები შეჩერდებოდა იმ დრომდე, სანამ არ მოხდებოდა ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული სასამართლო რეფორმა. ჯერჯერობით ეს არ მომხდარა და ამიტომაც, ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ამასთანავე, კელი დეგნანი აღნიშნავს, რომ აშშ-ის მიერ გაკეთებული განცხადებები არ არის ნაჩქარევი და სერიოზულად უნდა იყოს აღქმული. „აშშ-ის მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადებები არ არის ნაჩქარევი. ეს არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის შემაშფოთებელი მესიჯები, რომელსაც სერიოზულად უნდა მივუდგეთ და არ უნდა უგულებელვყოთ და აღვიქვათ ისე, თითქოს ის ნაჩქარევად გაკეთდა“, - დასძინა აშშ-ის ელჩმა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)