|
2021-07-16 10:48:27, 651 ნახვა
რეგიონი
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომამისჯილი პირები ოზურგეთში სკვერის მოვლა-დასუფთავებაზე იზრუნებენ
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ დღეს მოაწერეს. მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და საზოგადოებაში მათ სრულყოფილ ინტეგრაციას. დოკუმენტის თანახმად, მსჯავრდებულები, რომელთა სასჯელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს, ოზურგეთის მერიის შესაბამის სამსახურებში დასაქმდებიან. კონკრეტულ მსჯავრდებულთან ან განრიდებულ პირთან გაფორმდება ინდივიდუალური ხელშეკრულება, სადაც გაწერილი იქნება შესასრულებელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახე, ვადა, სამუშაო ადგილი და ა.შ. იუსტიციის სამინისტრომ მსგავსი შინაარსის მემორანდუმი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან უკვე გააფორმა. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ინიციატივით, მსგავსი ტიპის მემორანდუმების გაფორმება საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტის მერიასთანაა დაგეგმილი. შედეგად, მსჯავრდებულები საკუთარ წვლილს შეიტანენ ქალაქების ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზებაში და შესრულებული შრომით აანაზღაურებენ საზოგადოების წინაშე მიყენებულ ზიანს.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)