|
2021-07-15 19:43:24, 1071 ნახვა
რეგიონი
„მობილური კლინიკა სახლთან ახლოს“ ერთდროულად 6 დაავადების სკრინინგს განახორციელებს
ტუბერკულოზის, COVID-19-ის, C ჰეპატიტის, აივ/შიდსის, დიაბეტისა და არტერიული ჰიპერტენზიის ერთდროულ სკრინინგს, მალე ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მოსახლეობა, მობილურ კლინიკაში, სახლთან ახლოს შეძლებს. წინასწარ შერჩეულ ,,ცხელ წერტილებში“ ადგილობრივები, სერვისით უფასოდ ისარგებლებენ და ინსტრუმენტულ-ლაბორატორიულ კვლევებს უახლესი მეთოდებით ჩაიტარებენ. აქტიურ სკრინინგს განახორციელებს: - ექიმი ფთიზიატრი-პულმონოლოგი; - რადიოლოგი; - ლაბორანტი; - ეპიდემიოლოგი/შემთხვევის მენეჯერი; - ოჯახის ექიმი/სოფლის ექიმი. სკრინინგი პროექტის - „აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში ნულოვანი ტუბერკულოზის ინიციატივის ხელშეწყობა და ტუბერკულოზის აქტიური გამოვლენა ტუბერკულოზის, COVID-19-ის, აივ/შიდსის, C ჰეპატიტის აქტიური სკრინინგისა და კონტაქტების კვლევის პილოტირების გზით“ ფარგლებში, აჭარაში 19 ივლისიდან - 15 სექტემბრამდე განხორციელდება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში, დღეს პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, აჭარის საზოგადოებრივი ცენტრის, პარტნიორი სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები და პროექტის უშუალო განმახორციელებლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს დაგეგმილი აქტივობები და ისაუბრეს სერვისის მიწოდების მნიშვნელობაზე.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)