|
2021-07-14 23:48:41, 1264 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე 5 ივლისის მოვლენებზე - ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა
„ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა მოძალადე კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯოს. „იურიდიული სტანდარტი არის უმაღლესი სტანდარტი. მაშინაც კი, როდესაც ყველამ ყველაფერი იცის, სამართალდამცავ ორგანოს მოეთხოვება იხელმძღვანელოს 100%-იანი სტანდარტით. ჩვენ ამ განცხადებების გაკეთება შეგვიძლია იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელიც ყველას გვაქვს. რაც შეეხება 5 ივლისის ძალადობას, ეს ჩვენ არაერთხელ დავგმეთ და ასევე, მიმდინარეობს პროცესი, რომელიც იმას გულისხმობს, რომ ყველა მოძალადე კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯოს. ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა, რომლის შესაბამისადაც ვმოქმედებთ ჩვენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)