|
2021-07-14 16:52:24, 1325 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, რატომ ვერ რეგისტრირდებიან მოქალაქეები ფაიზერით ვაქცინაციაზე
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, რატომ ვერ რეგისტრირდებიან მოქალაქეები ფაიზერით ვაქცინაციაზე. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ სისტემაში კვლავ შეფერხებებია. „შეფერხებები არის კვლავ რეგისტრაციის სისტემაში, ეს უნდა დავადასტუროთ და პირველ რიგში, მე კვლავ მინდა ჩვენს მოქალაქეებს გულწრფელად მოვუხადო ბოდიში ამ შეფერხებების გამო. შეფერხებებს სხვა პერიოდში იწვევდა როგორც ჩვენთვის სხვადასხვა სამსაურებიდან მოწოდებული ინფორმაციით ცნობილი იყო კიბერთავდასხმები. ამ ჯერზე ეს დაფიქსირებული ხარვეზი გამოწვეული არის მაღალი მომართვიანობით და ჩვენი მოქალაქეების დიდი ინტერესებიდან ვაქცინაციის პროცესზე. რა თქმა უნდა ძალიან ცუდია, რომ მსგავსი ფაქტი კვლავ დაფიქსირდა და ვერ მოხდა მისი აღმოფხვრა დროულად. ამ ეტაპისთვის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში არის მივლენილი ყველა შესაძლო IT სამსახური, რომელიც მუშაობს მათთან ერთად ამ ხარვეზის გამოსწორებაზე და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ უმოკლეს ვადაში მოხდება ამ ხარვეზის აღმოფხვრა. თუმცა პარალელურად მინდა ჩვენი მოქალაქეები დავამშვიდო იმ მიმართულებით, რომ დღეს გამოცხადებული დოზების რაოდენობა არ არის საბოლოო რაოდენობა, შესყიდვა განხორციელებულია, გადარიცხულია სრული თანხა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)