|
2021-07-13 22:19:58, 1001 ნახვა
კომენტარი
დეკანოზი ილია - ეკლესიის მტრობაა მისი ავსება კრიმინალებით და უვიცებით, კორუფციით და სხვა სიმახინჯეებით
„ეკლესიის მტრობაა მისი ავსება კრიმინალებით და უვიცებით, კორუფციით და სხვა სიმახინჯეებით“, - ამის შესახებ დეკანოზი ილია სოციალურ ქსელში წერს. მან ასევე აღნიშნა, რომ ეკლესიაში დაბუდებულ ანაფორიან ავაზაკთა მხილება არათუ ეკლესიის მტრობა არაა, პირიქით ეკლესიის მოყვრობა და მოკეთეობაა. „ეხლა დამწკრივდით და მომისმინეთ პრიმიტივო პრემიერ-მილისტო ღარიბაშვილო, მილისტო წულუკიანო, თმაგაჩეჩილო კობახიძევ და დანარჩენო მეოცნებეებო, საქართველოს დამაქცევრებო და მშვიდობიანი მოსახლეობის მჟუჟავებო, 5 ივლისის სისხლის და სხვა ბევრი ეროვნული უბედურების ჩამდენებო, ეკლესიის მტრობა, ანტიეკლესიური ქცევა ზაგორსკული კადრის ან ნაციხარი მეუფეების დანაშაულებრივ საქმეთა კრიტიკა არაა, პირიქით ესაა ეკლესიის გაწმენდის და გადარჩენის მცდელობა. ეკლესიის მტრობა და ანტიეკლესიური საქმეა ეკლესიის სწავლების და ღვთისმეტყველების უარყოფა, დამახინჯება, გაყალბება. ეკლესიის მტრობაა მისი ავსება კრიმინალებით და უვიცებით, კორუფციით და სხვა სიმახინჯეებით. ეკლესიაში დაბუდებულ ანაფორიან ავაზაკთა მხილება არათუ ეკლესიის მტრობა არაა, პირიქით ეკლესიის მოყვრობა და მოკეთეობაა. ეკლესია არც შიოლაშვილია, არც მისი ნახირი, ეკლესია არის ქრისტე და მისი მოძღვრება, 7 მსოფლიო საეკლესიო კრება და წმინდანები. იმედია წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა შეგიძლიათ. ყელში ამოვიდა თქვენი ფარისევლობა, მაიმუნობა, მავნებლობა. დაიცავით სეკულარიზმი, რესპუბლიკა, სახელმწიფო. დაიცავით ქართველი ხალხი ირანიზაცია-კრემლიზაციისგან ან წაეთრიეთ სახლებში. ტონი არ გაგიკვირდეთ, უარესი გეკუთვნით!“, - წერს დეკანოზი ილია.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)