|
2021-07-13 12:32:09, 1282 ნახვა
კომენტარი
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე 5 ივლისის მოვლენებზე - საპატრიარქომ რატომ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა?
საპატრიარქომ რატომ უნდა იგრძნოს ამაზე პასუხისმგებლობა? , - ასე უპასუხა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტის შეკითხვას, გრძნობს თუ არა საპატრიარქო პასუხისმგებლობას 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, საპროტესტო აქციებზე, რომლებიც 2 დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე იმართება, საპატრიარქოს მიმართ სიძულვილის ენაა. „საპატრიარქომ რატომ უნდა იგრძნოს ამაზე პასუხისმგებლობა? ძალადობას ახლა ვხედავთ ჩვენ ამ დღეებში რაც ხდება, მიტინგზე. იქ არის ძალადობა, რა თქმა უნდა. საპატრიარქოს მიმართ არის სიძულვილის ენა, აღუწერელი. მე თქვენ გეტყვით, რომ დღეს ლექსო იქ აღარავის აინტერესებს, მე მგონი, უმეტესობას აღარ აინტერესებს. ლექსოს დღეს წესს აუგებენ, მას უნდოდა პატრიარქთან მოსვლა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მაგ მიტინგზე ლექსო არ მივიდოდა“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)