|
2021-07-12 19:56:26, 1514 ნახვა
კომენტარი
ნანუკა ჟორჟოლიანი : ღარიბაშვილის ტროლ-ბოტები, სუს-ი დაკავებულები არიან ლექსოს გაშავებით - არ დაუჯეროთ მათ
„ღარიბაშვილის ტროლ-ბოტები, სუსი დაკავებულები არიან ლექსოს გაშავებით - არ დაუჯეროთ მათ“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნებას“ ამომრჩეველი ცხვარი გონია, რომელიც რასაც ეტყვი დაიჯერებს. „დღეს, გუშინ საღამოსაც, შსს-ში გამართული ბრიფინგის შემდეგ, ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ მომხდარ ამბავს ინბოქს-ში ეგზავნებათ საშინელი მესიჯები. ღარიბაშვილის მთელი ტროლ-ბოტები დაკავებულები არიან, რომ ეს ბიჭი გააშავონ. არ არსებულ ამბებს ყვებიან, იგონებენ და იცით რატომ, იმიტომ რომ ასეთი ბევრჯერ მოიგონეს და ყოველთვის გაუვიდათ, რადგან ეს გაუვიდათ. მივმართავ ყველას, არ დაუჯეროთ ტროლებს, ეს მათი ხელწერაა, რომ თქვენ დაგიკარგონ მათი დაცვის სურვილი. ირაკლი ღარიბაშვილი უტიფარი და მოძალადე, დღეს ისე შეეშინდა, რომ კამერებიც არ შეუშვა სხდომაზე და თქვა, რომ აქ, რუსთაველზე პატრიარქის დაკავებას ითხოვდნენ. საკუთარ ამომრჩეველზე ფიქრობს, რომ ისეთი ცხვრები არიან, რაც თავისი ყურით არ მოუსმენიათ, იმასაც დაიჯერებენ. იმედი მაქვს, რომ ამ ბრძოლაში არ მიმატოვებთ და ბოლომდე მივიყვანთ ერთადერთ საკითხს - ირაკლი ღარიბაშვილი ამ მთავრობას უნდა მოშორდეს“, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)