13:08 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-12 17:19:36, 863 ნახვა

საზოგადოება
ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილი ნინო ლომჯარიას ხვდება

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შესახვედრად მივიდა.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, პრეზიდენტთან ისაუბრებს თბილისში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით.

„დღეს მოვედი საქართველოს პრეზიდენტთან, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოს მეთაური და მინდა ჩემი მოსაზრებები და წუხილები გავუზიარო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ასევე ვესაუბრო გამოძიებასთან მიმართებითაც. არაერთხელ გავაკეთე განცხადება და მოვუწოდე შსს-ს და პროკურატურას დაიწყონ გამოძიება დანაშაულებრივი ორგანიზებული თავდასხმების ორგანიზატორების გამოსავლენად. სამწუხაროდ, ეს დღემდე არ მომხდარა, მე მინდა ამაზეც ვესაუბრო პრეზიდენტს და ზოგადად შექმნილ ვითარებაზე რას ფიქრობს თავად“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
SBU-ს ოპერაცია შავ ზღვაში: რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერები „კოზაკ მამაის“ სამიზნე გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics