|
2021-07-11 20:59:28, 748 ნახვა
საზოგადოება
ლევან ვასაძე - ლექსო ლაშქარავა ცოცხალი იქნებოდა, რომ არა ის პროვოკატორები, ვინც საზოგადოებას „პრაიდი“ დააძალა
ლექსო ლაშქარავა ახლა ცოცხალი იქნებოდა, რომ არა ის პროვოკატორები ვინც ეცადნენ ჩვენი საზოგადოებისთვის ე.წ. პრაიდის დაძალებას, - ამის შესახებ „ერთობა, რაობა, იმედის“ ლიდერმა, ლევან ვასაძემ განაცხადა. ვასაძე 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებში აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ ის მთავრობას „პრაიდის“ ჩატარებისკენ პროვოკაციულად მოუწოდებდა. „ჩემი ღრმა რწმენის და დიდი ალბათობით, ლექსო ლაშქარავა ახლა ცოცხალი იქნებოდა, რომ არა ის პროვოკატორები ვინც ეცადნენ ჩვენი საზოგადოებისთვის ე.წ. პრაიდის დაძალებას. პირველ რიგში აქ მახსენდება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი, რომელმაც მიუხედავად ჩვენი მოქალაქეების ასიათასობით სოციალურ ქსელში მისდამი მოწოდებისა, რომ გაჩუმებულიყო და თავისი ადგილი სცოდნოდა, ასევე მიუხედავად ჩვენი ეკლესიის და ყველა ტრადიციული ძირითადი რელიგიის დენომინაციის ლიდერების მიმართვისა არ გაჩუმდა და ქაჯივით ბოლომდე აწვებოდა ჩვენს მთავრობას რათა ჩატარებულიყო ეს პროვოკაცია“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)