|
2021-07-11 20:50:23, 700 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. ადგილზე ყვითელი ავტობუსებია განლაგებული. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, სხვადასხვა მედია ორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები. ისინი „ტვ პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებას აპროტესტებენ. მათი მოთხოვნა დამნაშავეების დასჯა და მთავრობის გადადგომაა. ცნობისთვის, ალექსანდრე ლაშქარავა 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, რომელსაც მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში 20-მდე პირი ფიზიკურად გაუსწორდა. გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ფოტო: „ტვ პირველი“
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)