|
2021-07-11 16:56:09, 781 ნახვა
საზოგადოება
ქართული ოცნების ოფისთან აქციაზე რამდენიმე აქტივისტი დააკავეს
ქართული ოცნების სათაო ოფისთან დაძაბული ვითარებაა, ადგილზე აქტივისტებს აკავებენ. ადგილზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები და აქტივისტები შეიკრიბნენ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ TV პირველის ოპერატორი, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეებმა სცემეს, გარდაიცვალა. აქცია ქართული ოცნების სხდომის პარალელურად მიმდინარეობს. აქციაზე თაზო ახობაძე და რამდენიმე აქტივისტი დააკავეს, მათ შორის ნიკა ფარულავა და გიორგი კაპანაძე. ქართული ოცნების ოფისში რამდენიმე საათია, უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. პარალელურად მმართველი პარტიის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე მივიდნენ ელენე ხოშტარია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და სამოქალაქო აქტივისტები. ადგილზე იყო მობილიზებული პოლიცია - ბევრად დიდი რაოდენობით, ვიდრე 5 ივნისს, როცა თბილისის ქუჩებში მოძალადეები ჟურნალისტებს ფიზიკურად სასტიკად უსწორდებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)