15:24 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-07 13:52:23, 553 ნახვა

საზოგადოება
მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2021“ დაიწყო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2021“ დაიწყო.

სწავლება სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში უკვე მეოთხედ ტარდება და მასში 16 მოქმედი და მომავალი ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ოპერატორი მონაწილეობს. წლევანდელ სწავლებაში პირველად არიან ჩართული ბრიტანელი დამკვირვებლებიც.

პრაქტიკული ნაწილში მედიის წარმომადგენლები ასევე, პირველად გამოიყენებენ ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერად ინტეგრირებულ სისტემას MILES, რაც საწვრთნელი გარემოს ჩამოყალიბების აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს და რეალური საბრძოლო მომზადების გაუმჯობესებისთვის გამოიყენება. „ღირსეული პასუხი 2021“-ის მონაწილეებს მასპინძელი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი ჭითანავა მიესალმა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ასევე სამხედროებისთვის ამოცანის შესრულების პროცესში მედიის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება.

„ღირსეული პასუხის“ მიზანი მედიის წარმომადგენლებისთვის იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, რაც მათ ჰიბრიდული გამოწვევების პირობებში და კრიზისული მდგომარეობის დროს პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში შეუწყობს ხელს. სწავლება ძირითადად, კრიზისულ და საომარ ვითარებაში პრაქტიკული ნაწილით არის დატვირთული, რომლის ფარგლებშიც მედიის წარმომადგენლებს რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება მოუწევთ. „ღირსეული პასუხის“ წარმატებით განხორციელებაში საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადახვა ქვედანაყოფია ჩართული, რომლებიც მედიის წარმომადგენლებს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ჩაუტარებენ. მათ შორისაა საზოგადოებასთან ურთიერთობა საბრძოლო მოქმედებებში, პირველადი სამედიცინო დახმარება საველე პირობებში, სტრესის მართვა, თვითგადარჩენა საველე პირობებში, ფეთქებადსაშიშ ტერიტორიაზე მუშაობის პრინციპები და უსაფრთხოების ზომები, კიბერუსაფრთხოება, ასევე საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაციები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
ბრიტანეთის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების შემოტანას ედავებოდნენ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics