|
2021-07-07 13:04:14, 802 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარები - ვწუხვართ, რომ გუშინ საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო შეკრების უსაფრთხოება
ჩვენ მკაცრად ვგმობთ თბილისში განხორციელებულ გუშინდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარების, მარინა კალიურანდის, სვენ მიქსერისა და ვიოლა ფონ კრამონის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. ევროპარლამენტარებმა საქართველოს მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობები შეახსენეს და აღნიშნეს, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ინსტიტუციების სტაბილურობა, რაც უზრუნველყოფს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და უმცირესობების პატივისცემასა და დაცვას. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ თბილისში განხორციელებულ გუშინდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე, რამაც სამწუხაროდ, LGBTQI+ აიძულა „პრაიდის მარში“ გაეუქმებინათ. საუბედუროდ, საქართველოს მთავრობამ და რელიგიურმა წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს ხმამაღლა და მკაფიოდ ესაუბრათ ჰომოფობიური რიტორიკის წინააღმდეგ „პრაიდის მარშის“ ჩატარებამდე. ვწუხვართ, რათა საქართველოს მთავრობა მზად არ იყო უზრუნველეყო ტოლერანტობისადმი მიძღვნილი ამ შეკრების უსაფრთხოება. ნებისმიერი სხვა მოქალაქის მსგავსად, LGBTQI + პირებს უნდა შეეძლოთ ისარგებლონ თავიანთი კონსტიტუციური უფლებებით, როგორიცაა მშვიდობიან შეკრებებში მონაწილეობა. საქართველოს მთავრობამ ოფიციალური განაცხადა გააკეთა 2024 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. ამ მხრივ, გვსურს მათ შევახსენოთ, რომ ევროკავშირში შესვლის წინაპირობები, კოპენჰაგენის კრიტერიუმები, სხვათა შორის, სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს, რომ კანდიდატ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ინსტიტუციების სტაბილურობა, რაც უზრუნველყოფს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და უმცირესობების პატივისცემასა და დაცვას. ჩვენ ველოდებით, რომ ზემოთხსენებული თავდასხმების ავტორები დაპატიმრებულნი იქნებიან და კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან“, - აღნიშნულია ევროპარლამენტარების განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 6 ივლისს პარლამენტთან მშვიდობიანი, მდუმარე აქცია გაიმართა. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, სამოქალაქო აქტივისტებმა, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა და მოქალაქეებმა 5 ივლისს დაზარალებულ მედიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს. გუშინდელი აქციის პარალელურად კვლავ შეიკრიბნენ ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფებიც. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ 100 პირი დააკავა, რომელთაგან 68 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)