02:48 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-06 10:45:39, 1396 ნახვა

პოლიტიკა
ნედ პრაისი - საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულნი არიან პასუხისგებაში მისცენ ძალადობაში მონაწილე პირები

ვგმობთ საქართველოში 5 ივლისს განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი „ტვიტერში“ წერს.

როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს ლიდერები და სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულნი არიან, დაიცვან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები.

„ჩვენ ვგმობთ საქართველოში 5 ივლისს განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე. საქართველოს ლიდერები და სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულნი არიან, დაიცვან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები და პასუხისგებაში მისცენ ძალადობაში მონაწილე პირები“, - წერს ნედ პრაისი.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics