|
2021-07-05 18:49:19, 2585 ნახვა
პოლიტიკა
„ექსპრესნიუსმა“ მოძალადეთა რაოდენობა ორი მეთოდით დათვალა, საპატრიარქომ 3 ათასამდე ადამიანის მობილიზება ვერ შეძლო
საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების რაოდენობა რუსთაველის გამზირზე არ აღემატებოდა 3000-მდე ადამიანს. "ექსპრესნიუსმა" Google Map-ის დახმარებით, დათვალა ლოკაციაზე განლაგებული ადამიანების რაოდენობა, დრონით გადაღებული კადრებით და გარე სათვალთვალო კამერებით მიღებული რაოდენობა და განისაზღვრა მოძალადეთა განთავსების არიალი. გუგლი მაპის დახმარებით სიმჭიდროვე 1 კვადრატულ მეტრზე 1 ადამიანით შეფასდა. რადგან პარლამენტის წინ შეკრებილები გაშლილად იდგნენ. აქედან 250 მდე მოძალადისგან შემდგარი ჯგუფი სხვადასხვა ლოკაციაზე გადაადგილდებოდნენ. საერთო ჯამში, "სირცხვილიას" ოფისის წინ, ასევა პარლამენტის წინ და თბილისი პრაიდის ოფისთან მოძალადეთა რიცხვი 3000-სს არ აღემატება. აქციაზე მისული მოძალადეთა მიახლოებითი რაოდენობის გამოსათვლელად შეკრებილი ხალხის რაოდენობის მთვლელი ონლაინ ხელსაწყო mapchecking.com გამოვიყენეთ. Mapchecking-ი საშუალებას გვაძლევს გეოლოკაციით ვიპოვოთ კონკრეტული ადგილი, მოვნიშნოთ არეალი, სადაც შეკრებილი ადამიანები იდგნენ და მათი სიმჭიდროვის მაჩვენებელი მივუსადაგოთ. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აღნიშნული ხელსაწყო მიახლოებულ რაოდენობას ითვლის. საერთო ჯამში პარლამენტის წინ არამჭირდოდ მდგარი მოძალადეთა რაოდენობა ხელსაწყომ 2600 მდე დათვალა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)