|
2021-07-05 13:02:52, 683 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ქადაგიშვილი - თავი შევიკავოთ ისეთი აქციების გამართვისგან, რომელიც საზოგადოებაში დიდ ვნებათაღელვას გამოიწვევს
თავი შევიკავოთ ისეთი აქციების გამართვისგან, რომელიც გამოიწვევს საზოგადოებაში ძალიან დიდ ვნებათაღელვას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, დღევანდელ მარშტან მიმართებაში სახელმწიფო და ყველა ორგანო მაქსიმუმს გააკეთებს, რათა დაცული იყოს ადამიანების უსაფრთხოება. „თავი შევიკავოთ ისეთი აქციების გამართვისგან, რომელიც გამოიწვევს საზოგადოებაში ძალიან დიდ ვნებათაღელვას. ეს ყველასთვის ცნობილი იყო, რომ გამოიწვევდა ვნებათაღელვას და ამას ვუყურებთ რუსთაველის გამზირზე ახლა. ამ შემთხვევაში სახელმწიფო და ყველა ის ორგანო, მათ შორის შსს გააკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული და არ მოხდეს რაიმე ექსცესი, რაც დააზიანებს ადამიანებს და მოქალაქეებს საფრთხეს შეუქმნის“, - განცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)