17:28 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-05 11:35:36, 551 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიზანშეუწონლად მიმაჩნია

დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი აქცია, სამოქალაქო  დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს და მოსახლეობის უმრავლესობისთვის აქციის ჩატარება არის მიუღებელი.

„ჩვენი სახელმწიფო იცავს ყველა მოქალაქის უფლებას, ჩვენ არ განვასხვავებთ რაიმე ნიშნით, ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, ასევე კონსტიტუციაში მოხდა ქორწინების დეფინიციის განსაზღვრა.

მე მინდა ვთქვა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ და გამოხატავენ თავის პოზიციას, სურთ მარშების ჩატარება, ეს მათი უფლებაა, სახელმწიფომ ამისთვის ყველაფერი უზრუნველყო და გუშინ და გუშინ წინ ჩაატარეს უსაფრთხოდ. დღეს დაგეგმილი მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად. დღევანდელი აქცია, სამოქალაქო  დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს, მოსახლეობის უმრავლესობისთვის აქციის ჩატარება არის მიუღებელი, შსს არის მუდმივ კონტაქტზე პრაიდის ორგანიზატორებთან, მათ განემარტათ საფრთხეები და მიეცათ ალტერნატიული ადგილის შერჩევის შესაძლებლობა. მე მოვუწოდებ გაითვალისწინონ.

ზოგადად ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები მე ვფიქრობ ხელს უწობს მათ დისკრიმინაციას, როდესაც ზედმეტად ხდება აპელირება განსხვავებულობაზე ეს არის დისკრიმინაცია. ისინი ჩვეულებრივად ცხოვრობენ და მუშაობენ, არავითარი საფრთხე არ ექმნებათ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics