|
2021-07-02 21:14:27, 1174 ნახვა
კომენტარი
ნიკა მელია - თუ ოპოზიცია იქნება მოწოდების სიმაღლეზე, გამარჯვება გარდაუვალია
„თუ ოპოზიცია იქნება მოწოდების სიმაღლეზე, გამარჯვება გარდაუვალია“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ 43% მიუღწეველია. „ვინ იქნება, რომელ ქალაქში, რა კონფიგურაციით, ეს ძალიან მალე, მაქსიმუმ ერთ კვირაში გადაწყდება და ყველა პარტია მიიღებს თავის კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ოპოზიცია იქნება ძალიან მართალ ბრძოლაში ქართველ ხალხთან ერთად. როგორც გლდანში ვიყავი დარწმუნებული, სადაც კენჭს ვიყრიდი, რომ გავიმარჯვებდი და გავიმარჯვე, ასე იქნება ახლაც. სასურველს რეალობად არ ვასაღებდი, მქონდა ემპირიული ინფორმაცია, გამოცდილება მიღებული, ვიცოდი, რომ თუკი ოპოზიცია იქნებოდა მოწოდების სიმაღლეზე, გამარჯვება იქნებოდა გარდაუვალი და ასეც იყო. იგივე განცდა, იგივე ინფორმაცია, იგივე პრაქტიკული ცოდნა მაქვს და ვიცი, რა არის გასაკეთებელი. ეს იცის ოპოზიციის დიდმა ნაწილმა. „ქართული ოცნება“ დამარცხდება. 43% არის მიუღწეველი „ქართული ოცნებისთვის“, თუ ოპოზიციამ არ დაიძინა, ოპოზიციამ უარი არ თქვა ბრძოლაზე, შეუძლებელია მიიღოს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)