|
2021-07-01 17:46:48, 561 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: ნარჩენების მართვას, საზოგადოების ჩართულობასთან ერთად, სახელმწიფოს მხრიდან სწორი პოლიტიკა სჭირდება
ნარჩენების მართვას, საზოგადოების ჩართულობასთან ერთად, სახელმწიფოს მხრიდან სწორი პოლიტიკა სჭირდება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, დამაბინძურებელი ნარჩენების წარმომქმნელი კომპანიებისთვის წარმოებას გაფართოებული ვალდებულების გაჩენა. „ნარჩენების მართვას, საზოგადოების ჩართულობასთან ერთად, სახელმწიფოს მხრიდან სწორი პოლიტიკა სჭირდება. სწორი პოლიტიკა გულისხმობს ნარჩენების მართვის კუთხით ახლებურ მიდგომას - ნარჩენების მართვა უნდა იყოს ეკონომიკის ნაწილი. როცა ვსაუბრობთ ეკონომიკის განვითარებაზე, აქ მნიშვნელოვანია მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვა. ეს გულისხმობს იმას, რომ პრევენციის მიზნით, 2030 წლისთვის, რიგი ნარჩენების შემცირებისთვის, მუნიციპალიტეტების დონეზე სეპარირების სრულად დანერგვა უნდა მოხდეს. ასევე მნიშვნელოვანია, დამაბინძურებელი ნარჩენების წარმომქმნელი კომპანიებისთვის წარმოებას გაფართოებული ვალდებულების გაჩენა, ანუ, მნიშვნელოვანი ხდება კერძო სექტორის ჩართულობა, რომ მათ მიერ წარმოებული ნარჩენი, ნედლეული გახდეს. ქვეყანამ, 30 წლის განმავლობაში, ცირკულარულობის გზით, ძირითადი ნარჩენების მართვას უნდა მიაღწიოს“, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა დარგის განვითარების გრძელვადიანი ხედვის - „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)