|
2021-07-01 16:35:24, 656 ნახვა
კომენტარი
თამთა მეგრელიშვილი გახარიას - „ნაცპარტიის“ ლიდერის გამო გაქცეულო, ახლა მოუწოდებ ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთონ „პრაიდის“ მონაწილეების უსაფრთხოებისთვის?
საჯარო სამართლის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერის მიერ გაკეთებულ კომენტარს სოციალურ ქსელში ეხმიანება. ,,20 ივნისს, არასწორად დაგეგმილი ოპერაციის შემდეგ, რა დროსაც, გახარია ბრძანდებოდა შს მინისტრი და თავის მოადგილესთან, კახა საბანაძესთან ერთად, ვითომ ,,ცარიელ’’ პარლამენტის შენობაში ,,სწორად’’ გეგმავდა სპეცოპერაციას და თურმე ეგონათ, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ნებისმიერ პირობებში მოქალაქეების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და სიმშვიდე დაეცვათ" - წერს მეგრელიშვილი. მეგრელიშვილის შეფასებით, რომ არა, იმ დროს, გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობა, შესაძლოა, ქვეყანას თავიდან აეცილებია 20 ივნისს აქციის დროს განვითარებული მოვლენები. ,,იმ ავბედითი დღის მერე, ლამის მთელი ქვეყანა ჩამოანგრიე შენ, ნაც-პარტიის არაფორმალური ლიდერის გამო, გაქცეულო კაცო და ახლა მოუწოდებ ხელისუფლებას, რომ ყველაფერი გააკეთონ პრაიდის მონაწილეების უსაფრთხოებისთვის? დაწყნარდი! შენ რომ არა, არც 20 ივნისი იქნებოდა ამ ქვეყანაში. ჰოდა, შეირგე ახლა და იარე ეგრე ქალაქ-ქალაქ ერთი-ორი მანდატის მოსაგროვებლად.’’ - წერს თამთა მეგრელიშვილი facebook გვერდზე.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)