19:28 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-01 16:23:50, 413 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდ „სოხუმისა“ და ბრიტანული ხომალდ „HMS DEFENDER“-ის მონაწილეობით შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადარაჯო ხომალდ "სოხუმისა" და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდ HMS DEFENDER-ის ეკიპაჟების მონაწილეობით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ერთობლივი საზღვაო წვრთნები გაიმართა.

შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სწავლება რამდენიმე ფაზად განხორციელდა და მოიცავდა სხვადასხვა ელემენტს, მათ შორის, სამოქალაქო ხომალდების გადაადგილების მონიტორინგს, ეჭვმიტანილი ხომალდის ადგილმდებარეობის განსაზღვრას და მის გამოკითხვას, დაზიანებული ხომალდის ბუქსირების იმიტაციას და საზღვაო მანევრებს.

უწყების ცნობით, ერთობლივი წვრთნები ბრიტანელი კოლეგების გამოცდილების გაზიარებას, საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარებას და ორი ქვეყნის საზღვაო დანაყოფების ერთობლივი მოქმედებების დახვეწას ისახავდა მიზნად.

ამასთანავე, საზღვაო სწავლება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სამხედრო საზღვაო ფლოტის საჰაერო თავდაცვის თანამედროვე ტიპის გამანადგურებლის HMS DEFENDER-ის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა. გემი ბათუმის ნავსადგურში 26 ივნისს შემოვიდა. ხომალდის ვიზიტი მიზნად ისახავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics