00:47 - 29 Jun, 2026
|
2021-06-29 23:09:01, 1454 ნახვა
მსოფლიო
Reuters-ის ინფორმაციით, ესტონეთში შენახვის პირობების დარღვევის გამო, AstraZeneca-ს ვაქცინის 68 ათასი დოზა გაფუჭდა
Reuters-ის ინფორმაციით, ესტონეთში, შენახვის პირობების დარღვევის გამო, კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 68 000 დოზაზე მეტი გაფუჭდა. როგორც გამოცემა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, ვაქცინის გაფუჭება სივრცეს უკავშირდება, რომელშიც ტემპერატურა 15 გრადუს ცელსიუსამდე ავიდა. ამასთანავე, Reuters-ის ცნობით, აღნიშნული ვაქცინები სხვა ქვეყნებში გასაგზავნად იყო განკუთვნილი, შესაბამისად, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ესტონეთში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი არ შეჩერდება. Reuters-ი იტყობინება, რომ ზარალი 1.5 მილიონ ევროს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)