|
2021-06-29 19:18:36, 593 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, უწყების 2022 წლის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებს იწყებს
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, უწყების 2022 წლის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებს იწყებს. დღეს პირველი შეხვედრა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის სერვისების მიმწოდებელ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაიმართა. შეხვედრას მინისტრის მოადგილეები, ზურაბ თენიეშვლი და მარი ზანაქიძე, ასევე სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ინდირა ნაკაიძე ესწრებოდა. "დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრის მიზანს სამინისტროს პროგრამების შესახებ მოსაზრებების მოსმენა და ახალი ინციატივების მიღება წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც დაიგეგმება მომდევნო წლების პროგრამები და ბიუჯეტი", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ, ზურაბ თენიეშვილმა. აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სოციალური მიმართულებით მიმდინარე წელს 18 პროგრამას ახორციელებს. პროგრამების ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია. 2021 წელს აღნიშნული მიმართულებით გათვალისწინებულია 8 290 395 ლარი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)