|
2021-06-28 15:48:15, 1131 ნახვა
საზოგადოება
ვარკეთილის ხევში პარკის მოწყობის სამუშაოები გრძელდება
ვარკეთილის პარკის პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელის მოწყობა. მიმდინარე სამუშაოებს, დღეს, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია ადგილზე გაეცნო. ,,აქ ოდესღაც იყო რეკრეაციული სივრცე, მაგრამ ამის მიუხედავად, ძნელია ამ პროექტს რეაბილიტაცია უწოდო. აქ, რეალურად, ახალი პარკი ეწყობა და სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ფარგლებში, 3 ჰექტარზე მოეწყობა სკეიტ პარკი, ამფითეატრი, ველობილიკები და სხვადასხვა სახის დასასვენებელი სივრცეები. ამ ყველაფრისთვის ჯამში 5 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. ამჟამად მიმდინარეობს საფეხმავლო პანდუსის, გადასახედი ბაქნის, ქვეითთა ხიდის, ამფითეატრის ტრიბუნების, ფანჩატურების, შადრევნის და წყალსადენების მოწყობა. გარდა ამისა, მიწა იჭრება სკეიტ პარკისთვის. პარკის პროექტით, არსებული ბუნებრივი რესურსების, მწვანე ნარგავების შენარჩუნება და გარემოში მინიმალური ჩარევით თანამედროვე რეკრეაციული სივრცის შექმნა იგეგმება, რომელიც პასიური და აქტიური დასვენების ზონებად დაიყოფა. მიმდინარე სამუშაოების გარდა, იგეგმება მოსასვენებელი სივრცეების, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის განკუთვნილი საბავშვო მოედნების, ატრაქციონების, სპორტული მოედნების, ძაღლების სასეირნო და სავარჯიშო სივრცის მოწყობა. პარკის ტერიტორია შეივსება ახალი მწვანე ნარგავებით და მდელოს სახით გაჩნდება საპიკნიკე არეალები. პროექტი ინკლუზიურია და გათვლილია როგორც სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე, ისე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. სამუშაოებს ასევე გაეცნენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე.
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)