|
2021-06-28 10:25:29, 1996 ნახვა
კომენტარი
მეუფე სპირიდონი „თბილისი პრაიდზე“ - ქუდზე კაცი უნდა გავიდეს, გათახსირებას არ მისცეთ ადგილი
ქუდზე კაცი უნა გავიდეს, რომ არ მისცეს ამ გარყვნილ ხალხს საქართველოს ღვთის რისხვა დაატეხონ თავზე, - ამის შესახებ სხალთელმა ეპისკოპოსმა, მეუფე სპირიდონმა „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა. მეუფე სპირიდონმა საკვირაო ქადაგებაზე საზოგადოებას მოუწოდა, არ მისცენ ორგანიზატორებს ღირსების მარშის ჩატარების უფლება. „ვიღაც ბოდიში და სოდომისტებს და ნამუსგარეცხილ ხალხს ავყვეთ? ეს გვინდა, საქართველო გავანადგუროთ? ამიტომ ყოველი კაცი, ქუდზე კაცი გავიდეს, დადგეს იქ, რომ არ მისცეს იმ გარყვნილ და გაუბედურებულ ხალხს საქართველოს ღვთის რისხვა და განადგურება დაატეხონ თავზე. ამიტომ, მე პირადად, როგორც მღვდელმთავარი, როგორც რიგითი ქართველი, ყველას მოგიწოდებთ, რომ გახვიდეთ, დადგეთ იქ და ამ გარყვნილებას არ მისცეთ ადგილი საქართველოში, ამ საშინელ ღვთისრისხვას, გათახსირებას, რომელიც ღვთის რისხვის გამომწვევია და საქართველოს გამანადგურებელი, ამას არ მისცეთ ადგილი“, - აღნიშნა მეუფე სპირიდონმა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)