|
2021-06-25 23:21:05, 723 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური: ურეკში ხანძარი მოხდა გუშინ, ზუსტად 12 წუთში ადგილზე 8 სახანძრო მანქანა მუშაობდა, არასწორია რომ წყალი არ ჰქონდათ
შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ურეკში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. როგორც ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, გუშინ ინციდენტი ხანძრის ჩაქრობის შემდეგ მოხდა, როდესაც ნასვამმა მოქალაქემ მეხანძრე-მაშველებს შეურაცხყოფა მიაყენა. „ქალბატონო ანა, რაც ახსენეთ თქვენ, რომ ხანძარი მოხდა, ეს მოხდა გუშინ ურეკში, ზუსტად 12 წუთში ადგილზე მუშაობდა 8 სახანძრო მანქანა, და არა ის, რომ მივიდნენ და წყალი არ ჰქონდათ. უკვე ჩამქრალი იყო ხანძარი, მივიდა ნასვამი მოქალაქე, აყენებდა შეურაცხყოფას მეხანძრე-მაშველებს და მოხდა მისი დაკავება. გადაიყვანეს განყოფილებაში, მას შემდეგ მივიდნენ მისი მეზობლები, ზოგი ნასვამი იყო, ზოგი ფხიზელი, პოლიციელებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც მოხდა მათი დაკავება. არა ის, რომ ხანძარზე მივიდნენ და წყალი არ ჰქონდათ, ეს არის ფაქტი," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში წარადგინა, რის შემდეგაც დეპუტატები მთავრობას კითხვებით მიმართავენ.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)