|
2021-06-25 20:15:23, 808 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას - 6 თვის განმავლობაში ქვეყანა საბოტაჟის რეჟიმში ამყოფეთ, რამაც სახელმწიფოს ზიანი მიაყენა
„6 თვის განმავლობაში ქვეყანა საბოტაჟის რეჟიმში ამყოფეთ, რამაც სახელმწიფოს ზიანი მიაყენა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან არავითარი არგუმენტი არ არსებობდა, გარდა უსაფუძვლო ბრალდებებისა. „მანამ, ვიდრე კითხვებზე პასუხების გაცემას დავიწყებ, მინდა, კითხვა დავუსვა იმ ოპოზიციას, რომელიც 6 თვის განმავლობაში, პრაქტიკულად საბოტაჟის რეჟიმში ამყოფებდა ჩვენს ქვეყანას, მათმა ამ დესტრუქციულმა ქმედებამ, ბუნებრივია ჩვენ, ჩვენს სახელმწიფოს მიაყენა უდიდესი ზიანი. ჩვენი პარტნიორებისგან არაერთხელ მომისმენია, რომ თქვენი ეს ქმედება, მეგობრებო, იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელი და სხვა არაფერი. ჩვენ ამდენი ლოდინის შემდეგ ვნახეთ, რომ აბსოლუტურად არავითარი არგუმენტი არ იყო წარმოდგენილი ამ ადამიანების მიერ, გარდა აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებისა და ცილისწამებისა. საბოლოო ჯამში, კარგია, რომ აქ სხედხართ, შემოხვედით პარლამენტში, მისასალმებელია, რომ შემოხვედით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)