|
2021-06-22 15:11:27, 670 ნახვა
რეგიონი
სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება
დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის განახლებული ბიუჯეტი წარადგინეს. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, განახლებული ბიუჯეტის ფარგლებში ერთ-ერთი პრიორიტეტი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა. ,, სპორტული ინფრასტრუქტურა არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავკმაყოფილდებით მხოლოდ ახალი აშენებული სტადიონით. ამ მიმართულებით 17 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული ახალ, კორექტირებულ ბიუჯეტში და ითვალისწინებს სპორტული ობიექტების მშენებლობას ექვსივე მუნიციპალიტეტში" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარას არაერთი საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი შეემატა და ეს ტენდენცია გაგრძელდება. სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსებისთვის 2021 წლის ბიუჯეტში 17 065 700 ლარია გათვალისწინებული და მოიცავს ჩაქვის ძალოსანთა ბაზის მშენებლობას, შუახევის სტადიონის რეკონსტრუქციას, ღორჯომის სპორტული დარბაზის, ჩაქვის სარაგბო ბაზის, ქობულეთის სპორტული კომპლექსის, ყინულის სასახლის და საცურაო აუზის მშენებლობას. 600 000 ლარით გაიზრდება სასპორტო კომპლექსის ბიუჯეტი, რომელიც მოხმარდება ახალ, მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში გადასვლას და შესაბამის აღჭურვას. სპორტის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაციისთვის ბიუჯეტში დამატებით 1 120 000 ლარი გამოიყო და ბიუჯეტი 4 080 200 ლარს შეადგენს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)