03:14 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-22 13:30:58, 508 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე მიქაბაძე - მდგრადი განვითარების 2021 წლის ანგარიშით, საქართველომ მდგრადი განვითარების 12 მიზნიდან 10 მიმართულებით მაჩვენებელი გააუმჯობესა

კემბრიჯის უნივერსიტეტმა მდგრადი განვითარების 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით შეფასებულია 165 ქვეყანა. მსოფლიო რეიტინგში საქართველომ მდგომარეობა  ორი ადგილით გაიუმჯობესა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ეს პროცესი ბოლო წლების განმავლობაში არის პოზიტიური და შეუქცევადი. გაუმჯობესდა საქართველოს შეფასების მაჩვენებელი, რომელიც 100%-იან შკალაზე 72.2 %-ს შეადგენს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, მართლმსაჯულების რეიტინგში საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია. „საერთო ჯამში საქართველომ გააუმჯობესა მაჩვენებელი მდგრადი განვითარების 12 მიზნიდან 10 მიმართულებით. აღსანიშნავია მკვეთრი გაუმჯობესება „ხარისხიანი განათლების" და „ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგიის" მიმართულებით. მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა ასევე მდგრადი განვითარების ისეთ მიზნებში, როგორიცაა „ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა", „გენდერული თანასწორობა", „სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები" და სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ მდგრადი განვითარების 38 ინდიკატორში საქართველომ უკვე შეასრულა მდგრადი განვითარების მიზნები," - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

მისი თქმით, საქართველოს წარმატება განაპირობა იმან, რომ ქვეყანაში მიმდინარე შეუქცევადი ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები სწორედ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას ემსახურება. მიღწევის მიმართულებით მიმდინარეობს. „მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და რეფორმების მიმდინარეობა აღიარებულია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების და მსოფლიო სარეიტინგო სააგენტოების მიერ. კემბრიჯის მდგრადი განვითარების რეიტინგში საქართველოს დაწინაურებაც ამის ნათელი მაგალითია“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics