16:06 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-18 12:13:15, 1324 ნახვა

სამხედრო
ნატოს სახმელეთო სარდლობის მეთაურის მოადგილე ​საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება

საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ნატოს სახმელეთო სარდლობის მეთაურის მოადგილე იმყოფება.

გენერალ-ლეიტენანტ რიჩარდ კრიპველს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები მასპინძლობენ.

დღეს, ნატოს სახმელეთო სარდლობის მეთაურის მოადგილესთან სამუშაო შეხვედრა გამართეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ. მინისტრის მოადგილემ გენერალ-ლეიტენანტ რიჩარდ კრიპველს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ნატოს ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში ნატოს მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამებსა და მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებს, მათ შორის ნატო-საქართველოს სწავლების NATO-GEO 2022 საქართველოში ჩატარებას. განსაკუთრებით აღინიშნა საერთაშორისო მისიებში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი. ლელა ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ნატოს ოპერაციებში ნატოელ პარტნიორებთან ერთად საქართველოს თავდაცვის ძალების თავსებადობის ამაღლება. სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვისას, ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან ფაქტს, რომ წელს პირველად, ნატოს სახმელეთო სარდლობაში პარტნიორი ქვეყნებისათვის გამოყოფილ საშტაბო პოზიციაზე ქართველი ოფიცერი იმსახურებს.

დღესვე, ნატოს სახმელეთო ძალების მეთაურის მოადგილე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა, სადაც მხარეებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ერთობლივი სწავლებები დეტალურად განიხილეს. თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატოს სახმელეთო სარდლობასა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.

ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-ლეიტენანტი რიჩარდ კრიპველი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics