07:40 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-16 18:55:07, 494 ნახვა

საზოგადოება
ვეტერან დევნილებსა და მათ ოჯახებს 60 ბინა გადაეცათ

დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახი ქუთაისსა და ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის  მფლობელი გახდა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვეტერანი დევნილების განსახლების სპეციალური პროექტი წელს პირველად განხორციელდა.

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რადგან ჩვენს დევნილ ვეტერანებსა და მათ ოჯახებს გავუუმჯობესეთ საცხოვრებელი პირობები და გადავეცით ახალი ბინები. ეს პროექტი  მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ვეტერანებს, რომლებმაც იბრძოლეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, საქართველოს თავისუფლებისთვისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის  სახელმწიფო შესაბამისად დაუდგეს მხარში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ვეტერან დევნილებსა და მათ ოჯახებს ახალ ბინებში ღირსეული საცხოვრებელი პირობები ექნებათ.

„ჩვენი მიზანია, რომ დევნილ ვეტერანებსა და მათ ოჯახებს ისეთივე ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ, როგორ ღირსეულადაც ემსახურნენ ჩვენს სამშობლოს. დღეს, ახალი საცხოვრებელი დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს გადავეცით. დამატებით,  100-მდე  ოჯახმა ადმინისტრაციული დაპირება მიიღო, რომლის თანახმადაც საცხოვრებელ ფართებს მიმდინარე წელს მიიღებენ“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების პროცესი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს.  2021 წლის ბოლომდე,  ახალ საცხოვრებელი, დამატებით,  3000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics