22:03 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-12 11:53:00, 680 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობა წლების მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ წლების განმავლობაში, რუსეთის ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ამ დროისთვის, ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

„ჩვენ გვაქვს ორმხირი ურთიერთობა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში, ყველაზე დაბალ წერტილამდე გაუარესდა", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა NBC-სთან ინტერვიუში.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც ჯო ბაიდენის ინტერვიუში ნათქვამ ფრაზას შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს მკვლელი უწოდა, მან უპასუხა, რომ ნაკლებად აინტერესებსს ასეთი „იარლიყები“.

„მე, ყოველთვის ვხელმძღვანელობ რუსი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებით, ამიტომ გარკვეული სახის იარლიყები ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს", - აღნიშნა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics