21:09 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-12 10:34:00, 2093 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოში, ბოლო კვირაში, კორონავირუსი სკოლის პერსონალის 0,2%-ს და მოსწავლეთა 0.04%-ს დაუდასტურდა

საქართველოში, ბოლო კვირაში, კორონავირუსი სკოლის პერსონალის 0,2%-ს და მოსწავლეთა 0.04%-ს დაუდასტურდა. შესაბამის მონაცემებს განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასწავლო წლის ბოლო დღეებში სრულ დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 52 სკოლა და 139 ცალკეული კლასი. ამასთან, პირადი მოთხოვნის საფუძველზე, სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა 120 რისკის ჯგუფში მყოფი მასწავლებელი.

„შეგახსენებთ, რომ 2020-2021 სასწავლო წელი 15 ივნისს მთავრდება. ბოლო კვირაში ვირუსის შემცირებული მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ სამინისტრომ შეძლო სკოლებში ვირუსის შიდა გავრცელების  პრევენცია და მიმდინარე სასწავლო წელი სასკოლო საზოგადოებისთვის საკლასო ოთახებში სრულდება“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics