|
2021-06-11 16:54:37, 875 ნახვა
რეგიონი
ვახტანგ მაისურაძემ და დავით ქისიშვილმა სოფელ ზემო რენეში საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს
კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზემო რენეში საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და მისმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა დაათვალიერეს. პროექტის დასრულების შემდეგ თანამედროვე სტანდარტებს დაქვემდებარებულ და აღჭურვილ 2 ჯგუფიან საბავშვო ბაღში, 8 სოფლის ბავშვები სკოლამდელ განათლებას კომფორტულ გარემოში მიიღებენ. ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ 8 სოფლიდან 4 საზღვრისპირაა, 3 კი მაღალმთიანი სტატუსის მქონე. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. სოფელში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული - შექმნილია დამატებითი სამუშაო ადგილები. სამუშაოების ღირებულება 684 112 ლარია და ფინანსდება რეგიონალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ. მერიის პრიორიტეტი ბავშვების კომფორტული და უსაფრთხო გარემო შექმნაა. ახალ სასწავლო წელს, ახალ საბავშვო ბაღებში იზეიმებენ სოფელ იგოეთის, მეტეხის და გრაკალის პატარა აღსაზრდელები. სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ქვემო ჭალის საბავშვო ბაღში. #სკოლამდელიაღზრდისინფრასტრუქტურა2021
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)