12:15 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-07 12:41:19, 677 ნახვა

საზოგადოება
15 ივნისიდან სომხეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება

საქართველოს რკინიგზა ერევნის მიმართულებით მატარებლების მიმოსვლას 15 ივნისიდან განაახლებს. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისი-ერევანი-თბილისის მატარებელი ყოველდღე იმოძრავებს. განახლებული მიმართულება კი ქვეყანაში მეზობელი ქვეყნიდან ტურისტების შემოსვლასა და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

შეგახსენებთ, რომ თბილისი-ერევანი-თბილისის რეისი პანდემიის გამო დროებით შეჩერებული იყო, თუმცა ქვეყანაში სახმელეთო საზღვრის გახსნისთანავე საქართველოს რკინიგზა რეისს აღადგენს. ბილეთების გაყიდვა უახლოეს დღეებში დაიწყება. სომხეთის გარდა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზერბაიჯანის რკინიგზასთანაც. მეზობელი ქვეყნის სახმელეთო საზღვრის გახსნისთანავე თბილისი-ბაქო-თბილისის მიმართულებაც განახლდება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ქვრივიშვილი ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს ადიდებს
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა
ირანმა კვლავ შეუტია ქუვეითსა და საუდის არაბეთს
უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროგრესი დაბლოკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics