|
2021-06-05 14:19:06, 546 ნახვა
საზოგადოება
მებაჟე ოფიცრების მიერ, საფოსტო გზავნილით, გადასახადისთვის თავის არიდების მცდელობის ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა - „აეროპორტის" საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის სამმართველოს მებაჟე-ოფიცრებმა გადასახადისთვის თავის არიდებისა და საგადასახადო ვალდებულების შემცირების მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. კომპანიის მიერ, საფოსტო გზავნილის სახით, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული იქნა 266 ცალი მეორადი მოხმარების ( Iphone 42 ცალი, Samsung 65 ცალი, Xiaomi 159 ) მობილური ტელეფონი, რომლის საბაჟო ღირებულებამ თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით - 14203,7 ლარი შეადგინა. რისკის პროფილის საფუძველზე, აღნიშნულ დეკლარაციას წითელი დერეფანი განესაზღვრა. უფლებამოსილი პირის მიერ, იმპორტირებული საქონლის ზუსტი საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა. მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ დეკლარირებული მობილური ტელეფონები წარმოადგენდა არა აღდგენილ, არამედ ახალ (გასააქტიურებელ) ტელეფონებს და საერთო საბაჟო ღირებულებამ - 264 309,3 ლარი შეადგინა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)