|
2021-06-04 11:04:56, 934 ნახვა
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთში საირიგაციო სისტემებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნენ და გრძელვადიანი განვითარების გეგმა დასახეს
სამცხე-ჯავახეთში საირიგაციო სისტემებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნენ და გრძელვადიანი განვითარების გეგმა დასახეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ოთარ შამუგიამ, შპს „საქართველოს მელიორაციის„ გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა და სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ანტონ ობოლაშვილმა. ვიზიტისას მხარეებმა ის სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები შეაფასეს, რომლებიც ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში უკვე განხორციელდა. იმსჯელეს რეგიონში სარწყავი სისტემების აღდგენისათვის გასატარებელ ღონისძიებებსა და მათი სრულფასოვნად ფუნქციონირების საკითხებზე. ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირების ჩართულობით დაიგეგმა პროექტები, რომლებიც სარწყავი სეზონის დასრულებისთანავე დაიწყება. აღნიშნული პროექტები მიმართულია ადგილობრივი ფერმერების ხელშეწყობისთვის, რადგან სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ხარისხიანი მოსავლის გაზრდას უზრუნველყოფს. შეხვედრას სამინისტროსა და კომპანიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 2013 წლიდან დღემდე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სამელიორციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო 26 პროექტი განხორციელდა. შედეგად 10 000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის რეგულარულად მორწყვაა შესაძლებელი, ხოლო 2400 ჰექტარზე სარწყავი წლის მიწოდება გაუმჯობესდა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)