17:34 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-01 22:11:29, 905 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდის აღსაზრდელებსა და „თანას“ ბენეფიციარებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ და მინისტრის მოადგილეებმა, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, იალია ვერძაძესთან ერთად ბავშვთა საერთაშორისო დღე მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის, წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდის აღსაზრდელებსა და სარეაბილიტაციო ცენტრ "თანას" ბენეფიციარებს მიულოცეს.

სხვადასხვა ღონისძიება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, ირის ბორჩაშილის ჯანმრთელობის ცენტრ "მედინას" და საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბავშვთა საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს ახორციელებს. 2020 წელს ამოქმედდა "მზრუნველობამოკლებულ პირთა რეინტეგრაციის ხელშეწყობის" პროგრამა, რომლის მიზანია მზრუნველობამოკლებულ (სახელმწიფო მზრუნველობის შეწყვეტის შემდეგ) პირთა მატერიალური მხარდაჭერა, დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადების ხელშეწყობა და საზოგადოებაში სრული რეინტეგრაცია. პროგრამა ვრცელდება 18-დან 25 წლამდე ასაკის პირებზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics