18:16 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-30 10:05:46, 4239 ნახვა

ომი უკრაინაში
The Sunday Times-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა კორონავირუსის ლაბორატორიიდან გავრცელებას სარწმუნოდ მიიჩნევს

The Sunday Times-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა კორონავირუსის ლაბორატორიიდან გავრცელებას სარწმუნოდ მიიჩნევს.

მედია წერს, რომ თუ ზუსტი ინფორმაცია არ გაირკვევა, შესაძლოა იგივე შეცდომა კიდევ განმეორდეს.

თავდაპირველად ამერიკულ და ბრიტანულ დაზვერვას, კორონავირუსის ლაბორატორიიდან გავრცელება სარწმუნოდ არ მიაჩნდათ, თუმცა შემდეგ, რამდენიმე უცნობი წყაროს მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე მათ ეს ვარიანტი ისევ განიხილეს.

მეცნიერების ნაშრომები, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კორონავირუსი ლაბორატორიიდან გავრცელდა არ გამოაქვეყნეს. მათ შორისაა, ნორვეგიელი ვირუსოლოგი ბირგერ სორენსენი და ლონდონის წმინდა გიორგის უნივერსიტეტის პროფესორი ანგუს დალგლიში, რომლებიც თითქმის ერთი წელია, რაც ამტკიცებენ, რომ ვირუსი ლაბორატორიიდან გავრცელდა და ის ხელოვნური წარმოშობისაა.

საგულისხმოა, რომ მარტში ჩინეთში მყოფმა ჯანმოს ექსპერტებმა ვირუსის ხელოვნური წარმოშობა არ დაადასტურეს და თქვეს, რომ ის ცხოველიდან ცხოველზე და შემდეგ კი ადამიანზე გავრცელდა.

ხსენებული ჯანმოს ექსპერტების მოხსენება, 14-მა ქვეყანამ მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, ავსტრალიამ, გაერთიანებულმა სამეფომ, დანიამ, ისრაელმა, კანადამ, ლატვიამ, ლიტვამ, ნორვეგიამ, სლოვენიამ, ჩეხეთმა, ესტონეთმა, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ გააკრიტიკა და მათ აღნიშნეს, რომ ჯანმოს გუნდს ოფიციალურმა ჩინეთმა სრულ მასალებზე წვდომის უფლება არ მისცა.

ამავდროულად, ოფიციალური პეკინი კორონავირუსის ხელოვნური წარმოშობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics