20:47 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-29 12:53:32, 2388 ნახვა

მსოფლიო
ვიეტნამში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელიც ინდური და ბრიტანული სახეობის ნაზავია

ვიეტნამში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელიც ინდური და ბრიტანული სახეობის ნაზავია.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ნგუენ თან ლონგმა განაცხადა.

როგორც „როიტერსი“ წერს, კორონავირუსის ახალი ვარიანტი ჰაერში სწრაფად ვრცელდება.

გასული წლის განმავლობაში ვიეტნამი კორონავირუსის პანდემიას წარმატებით გაუმკლავდა, თუმცა ახლა ებრძვის ეპიდემიას, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება.

ვიეტნამში აპრილის ბოლოდან თითქმის 3600 ადამიანი დაინფიცირდა, რაც ქვეყანაში გამოვლენილი შემთხვევების ნახევარზე მეტს შეადგენს.

„ახლად დაინფიცირებულ პაციენტებში გენეტიკური სეკვენირების შედეგად აღმოვაჩინეთ ახალი ვარიანტი, რომელიც ინდური და ბრიტანული შტამების ნაზავია, უფრო კონკრეტულად, ეს არის ინდური ვარიანტის მუტაცია, რომელიც, თავდაპირველად, ბრიტანული შტამის მუტაცია იყო“, -  განაცხადა ვიეტნამის ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ მსოფლიოს უახლოეს მომავალში აცნობებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics