16:48 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-26 18:18:40, 725 ნახვა

საზოგადოება
ვარლამ გოლეთიანი - მივდივართ თბილისიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღარ ჩამოვალთ

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები დღეს, 26 მაისს, კვლავ რიონის ხეობაში ბრუნდებიან.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალიტებს განუცხადა, შედეგი მიღწეულია, დედაქალაქის მოსახლეობამ შეიტყო აქციის მონაწილეების სამართლიანი, არგუმენტირებული პროტესტის შესახებ.

„ჩვენ მივდივართ აქედან დღეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ აქ აღარ ჩამოვალთ და თუ საჭირო გახდება, აქ არ გავაგრძელებთ ბრძოლას. შედეგი მიღწეულია, დედაქალაქმა გაიგო ჩვენი სამართლიანი და არგუმენტირებული პროტესტის შესახებ, მხარდაჭერაც სახეზეა, ამიტომ, ახლა მთავარია გადავდგათ ქმედითი ნაბიჯი, ეს უკავშირდება წასვლას ბრძოლის ხაზზე და მორალურ ომში ჩაბმას. ჩვენ არასდროს არ უნდა აღვმართოთ ჩვენ თანამოქალაქეზე ხელი, ეს არის ჩვენი პრინციპი და ამაზე დაფუძნდა ეს მოძრაობა.

არასდროს აღარ უნდა მოხდეს დაპირისპირება თანამოქალაქეებს შორის, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რა პოზიციაზე დგას, წარმოადგენს სამართალდამცავ მხარეს, თუ უბრალოდ ამ ქვეყნის მოქალაქეს, მთავარია, ჩვენ თუ  ვართ მორალურად მართლები, თუ ჩვენ მხარეზეა ჭეშმარიტება და ვართ სიმართლის მატარებელი ნაწილი საზოგადოების, იმ მეორე ნაწილმა, ვინც ეს ჯერ ვერ გააცნობიერა, უნდა იგრძნოს მორალური პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ დათმოს უმრავლესობის მიმართ საკუთარი პოზიცია და გადმოვიდეს იქ, სადაც არის ჭეშმარიტება და სიმართლე“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics