|
2021-05-26 11:09:57, 855 ნახვა
კომენტარი
კელი დეგნანი - გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს საქართველო!
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „103 წლის წინ, 1918 წელს საქართველომ თავი დამოუკიდებელ, დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოაცხადა. ტრაგიკულად, ოთხი წლის შემდეგ, 1922 წელს საბჭოთა კავშირმა საქართველოს ანექსია მოახდინა და მომდევნო 70 წლის განმავლობაში ქართველი ხალხი სასტიკი ოკუპაციის ქვეშ ცხოვრობდა. ამ პერიოდში ათასობით უდანაშაულო ადამიანი მოკლეს ან გადაასახლეს. ქვეყანამ დაკარგა დამოუკიდებლობა, მაგრამ ქართველმა ხალხმა არ დაკარგა დამოუკიდებელი სული. ისინი საიდუმლოდ, მაგრამ ამაყად აღნიშნავდნენ 26 მაისს თავიანთი უნიკალური კულტურითა და ისტორიით. 1991 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა და მომდევნო წელს შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. ქართველი და ამერიკელი ხალხები თავისუფლების სიყვარულს, შემოქმედებისა და ურთიერთობის სურვილს, მნიშვნელოვან კონტაქტს საბჭოთა ოკუპაციის დროსაც ინარჩუნებდნენ. როგორც 1921 წელს მარო მაყაშვილი სწერდა მამას, „ნუ გეშინიათ გავიმარჯვოთ სახელოვნად!“, საბოლოოდ საქართველომ გაიმარჯვა. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს საქართველო“, - აცხადებს კელი დეგნანი.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)