|
2021-05-25 11:52:01, 656 ნახვა
საზოგადოება
ურთიერთთანამშრომლობა სკოლებში გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების გაძლიერებისთვის
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ მოაწერეს. მემორანდუმი გულისხმობს მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობას სკოლებში გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების გაძლიერების მიმართულებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის გზით. მემორანდუმით განსაზღვრული ვალდებულებების თანახმად, მხარეები ითანამშრომლებენ გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების შესახებ ტრენინგმოდულების შემუშავებისა და ტრენინგების ჩატარების, მასწავლებელთა გადამზადებისა და რესურსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით, იმისათვის, რომ სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგების მიერ სწორად იქნეს გადმოცემული გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შედგენილი სახელმღვანელო „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში.“ სახელმძღვანელო დაწყებით საფეხურის პედაგოგებისთვისაა შედგენილი და მოიცავს ორივე სფეროს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც მარტივად ადაპტირებადია დაწყებით კლასების (I-VI კლასი) მოსწავლეებისთვის. მოსწავლებს ეცოდინებათ რა არის მდგრადი განვითარება, როგორ მოიხმარონ გონივრულად ბუნებრივი რესურსები, როგორ დაიცვას ბიომრავალფეროვნება და რა მნიშვნელობა აქვს გარემოში ცოცხალი ორგანიზმების არსებობას, რა შეუძლიათ გააკეთონ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დასაცავად და წყლის რესურსების მდგრადი მოხმარებისთვის, გაეცნობიან კლიმატის ცვლილების საკითხებს და რაც მთავარია ეცოდინებათ როგორ მოიქცნენ ბუნებრივი საფრთხების დროს, როგორ შეამცირონ ნარჩენები სწორი ქცევით, გაიაზრებენ რატომ არის მნიშვნელოვანი მიწის რესურსების დაცვა, რა კავშირშია მიწის რესურსები სოფლის მეურნეობასთან და რას ნიშნავს სურსათის უვნებლობა. აღნიშნული სახელმძღვანელოთი სარგებლობას სკოლის პედაგოგები სკოლებში შემდეგი სასწავლო წლიდან ეტაპობრივად დაიწყებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)