|
2021-05-24 19:29:25, 870 ნახვა
რეგიონი
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან, სანია სელებიჩ-ლუკოვაცისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს კოვიდ პანდემიის პერიოდში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და IOM-ის მიერ განხორციელებული პროექტების განხილვა და სამომავლო გეგმების გაცნობა წარმოადგენდა. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო მიგრაციის კუთხით რეგიონალურ გამოწვევებს. მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს აჭარაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა გააცნო. მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის მერ ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებული პროექტებისა და მიგრანტებისათვის გაწეული დახმარებისათვის. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია არასამთავრობო სექტორთან ერთად აჭარაში ახორციელებს რამდენიმე პროექტს, მათ შორისაა - უცხოელ მიგრანტთა ჰუმანიტარული დახმარების პროგრამა. ამავე ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერითა და კონსულტაციით აჭარიდან გემანიაში გახორციელდა სამუშაოს მაძიებელთა ლეგალური დასაქმება. შეხვედრაზე სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა, თეიმურაზ კახიძემ. მან ასევე წარმოადგინა ინფორმაცია სააგენტოს პროგრამების ფარგლებში მიგრანტებისათვის გაწეული დახმარების შესახებ. სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე, ზურაბ თენიეშვილი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის მენეჯერი, მაია ვიბლერი და ბათუმის ოფისის კოორდინატორი, ნანა პაპიაშვილი ესწრებოდენენ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)