19:29 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-24 12:38:53, 958 ნახვა

მსოფლიო
ბელარუსის საგარეო უწყება - დასავლეთი Ryanair-ის ინციდენტზე ნაჩქარევ, პოლიტიზირებულ დასკვნებს აკეთებს

ბელარუსის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ Ryanair-თან დაკავშირებული ინციდენტის განხილვა უსაფრთხოების თვალსაზრისით უნდა მოხდეს.

როგორც „რია ნოვოსტის“ ბელარუსის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, ანატოლი გლაზმა განუცხადა, მინსკის კომპეტენტური უწყებები მოქმედებდნენ დადგენილი საერთაშორისო წესების შესაბამისად.

„ჩვენთვის გასაკვირია დაჩქარებული დასკვნები არაერთი ქვეყნისა და ევროპული სტრუქტურის მხრიდან. სიტუაცია პირდაპირ და აშკარად მწვავდება. ის განზრახ პოლარიზებულია, ჟღერს დაუზუსტებელი ბრალდებები“, - განაცხადა ბელარუსის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, მინსკში ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს. Ryanair- ის თვითმფრინავი, რომელშიც ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი იმყოფებოდა, ბელარუსის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics