19:29 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-24 02:45:38, 730 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირის ლიდერები რამან პრატასევიჩის დაკავების გამო ლუკაშენკოს რეჟიმს მწვავედ აკრიტიკებენ

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი 23 მაისს ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. 

"ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით Ryanair-ის რეისის მინსკში იძულებით დაშვება სრულად მიუღებელია. ყველა მგზავრს დაუყოვნებლივ უნდა შეეძლოს მოგზაურობის ვილნიუსის მიმართულებით გაგრძელება და მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი უნდა იყოს.  
საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის წესების ნებისმიერ დარღვევას უნდა მოჰყვეს შედეგები". -დაწერა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა შეშფოთება გამოხატა ბელარუსში განვითარებული მოვლენების შესახებ. 

"ძალზე შეშფოთებული ვარ Ryanair-ის ფრენის მინსკში იძულებით დაშვების შესახებ.
ჩვენ მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ თვითმფრინავი და მისი ყველა მგზავრი. საერთაშორისო სამოქალაქო საავიაციო ორგანიზაციის [ICAO] მიერ ამ ინციდენტის გამოძიება აუცილებელი იქნება". 

ბელორუსის ოპოზიციური  ტელეარხის Nexta- ს ყოფილი მთავარი რედაქტორი, რომან პროტასევიჩი მინსკის აეროპორტში დააკავეს.  ჟურნალისტი თვითმფრინავიდან ჩამოიყვანეს, რომელიც ათენიდან ვილნიუსისკენ მიფრინავდა. Ryanair- ის რეისი მინსკში მას შემდეგ დაეშვა "მაინინგის" შესახებ შეტყობინების მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics