|
2021-05-23 14:27:31, 866 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე - საარჩევნო უბნების 10% გადათვლილი იქნება, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, რაც საქართველოში 30 წლის მანძილზე არ მომხდარა
„საარჩევნო უბნების 10% გადათვლილი იქნება, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, რაც საქართველოში 30 წლის მანძილზე არ მომხდარა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის ნაწილმა შეიძლება საბაბი მოძებნოს, რომ ამ ყველაფერს მხარი არ დაუჭიროს. „საარჩევნო პაკეტი ფუნდამენტურ ცვლილებებს ითვალისწინებს. მათ შორის საუბარია, საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნდამენტურ ცვლილებაზე, როგორც იცით, ოპოზიციის წარმომადგენლობა იზრდება. გარდა ამისა, მინიმუმ საარჩევნო უბნების 10% გადათვლილი იქნება, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, რაც საქართველოში ამ 30 წლის მანძილზე არასდროს არ მომხდარა. ესაა ფუნდამენტური ცვლილებები, რომელიც საარჩევნო გარემოს საქართველოში კიდევ უფრო გააუმჯობესებს. ოპოზიციის ნაწილმა შეიძლება საბაბი მოძებნოს, რომ ამ ყველაფერს მხარი არ დაუჭიროს, დანარჩენი პაკეტი მხარდაჭერის საუკეთესო საფუძველს იძლევა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)