|
2021-05-22 10:24:01, 722 ნახვა
კომენტარი
გენადი არველაძე - უნგრულ კომპანიებს საქართველოში ერთობლივი ბიზნეს-საქმიანობის დაწყებისთვის 150 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყენება შეეძლებათ
„ვაჭრობა, ენერგეტიკა, ინვესტიციები, ტურიზმი, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა - ეს ის სფეროებია, სადაც ჩვენ ვხედავთ თანამშრომლობის გაღრმავების დიდ პოტენციალს უნგრეთთან," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ საქართველო - უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. გენადი არველაძის განცხადებით, კომისიის სხდომაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უნგრეთის ბიზნეს წრეებისთვის საქართველოს ეკონომიკის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და ქართულ - უნგრული ბიზნეს ფორუმებისა და სავაჭრო მისიების მხარდაჭერაზე. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, უნგრულ კომპანიებს საქართველოში ერთობლივი ბიზნეს საქმიანობის დაწყებისთვის 150 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყენება შეეძლებათ. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცევლი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით მიღებული სარგებელი გავზარდოთ და ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში წარმოებული მეტი პროდუქცია გავიტანოთ," - განაცხადა გენადი არველაძემ.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)