21:42 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-21 23:40:03, 399 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროსა და ომბუდსმენის აპარატს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველის მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

თამარ გვარამაძემ და გიორგი ბურჯანაძემ რატი ბრეგაძეს იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარმატებები უსურვეს და იმედი გამოთქვეს, რომ მისი მინისტრობის პერიოდში ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლობა სამინისტროსთან ნაყოფიერი და ეფექტიანი იქნება.

როგორც შეხვედრის შემდეგ რატი ბრეგაძემ განაცხადა, ადამიანის უფლებების დაცვის უმნიშვნელოვანეს საქმეში იუსტიციის სამინისტრო ყოველთვის მზად არის პარტნიორობისათვის და სახალხო დამცველის ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობით, უფლებების დაცულობის ხარისხი ქვეყანაში კიდევ უფრო გაიზრდება.

თამარ გვარამაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ომბუდსმენის აპარატსა და იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობა ინტენსიური დღის წესრიგით წარიმართოს.

მიმდინარე საკითხების განხილვის პარალელურად, მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც შეთანხმდნენ.

შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი დაესწრნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics